ქუჩის აქციით გაზომილი რეიტინგები ოპოზიციის სასარგებლო არაა ამჟამად. რუსთაველზე შენარჩუნებული აქციის მცირე მასშტაბები მთელი საქართველოს განწყობილებების გამოხატულებად ვერ ჩაითვლება
„არჩევნებში, სატელევიზიო რეიტინგებში და ქუჩის აქციებში ერთნაირი, ოპოზიციისთვის არასასურველი ტენდენცია იკვეთება, რიცხვები მეტყველებენ და ანალიტიკოსების მჭევრმეტყველებას არა აქვს აზრი. წესით, ამ რიცხვებზე ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს და რაიმე შეცვალოს ამდენი წლის განმავლობაში“ – განაცხადა ფსიქოლოგმა და პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუს დროს.
რამაზ საყვარელიძემ სატელევიზიო რეიტინგებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „დღეს ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს ხელისუფლების მომხრე „იმედს“, თუმცა პარალელურად არსებობს ოპოზიციური მედია. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციის „ნაც“-პოლიტიკა არ იზიდავს საზოგადოებას, მას ურჩევნია ხელისუფლების „ქოც“-პოლიტიკა. ამდენად, სატელევიზიო რეიტინგები იმასვე ამბობს, რაც არჩევნები“.
„არსებობს მოსახლეობის პოლიტიკური ორიენტაციის შემოწმების კიდევ უფრო სანდო გზა, ვიდრე არჩევნებია. ესაა სატელევიზიო რეიტინგები, რადგან ადამიანი ამჯობინებს იმის მოსმენას, რაც ახლოსაა მის თვალსაზრისთან. მაგალითად, 2003 წელს, ვარდების რევოლუციის წინ, ყველაზე დიდი რეიტინგი ჰქონდა მაშინდელ „რუსთავი 2“-ს. ის აკრიტიკებდა ხელისუფლებას, ხალხიც კრიტიკულად იყო განწყობილი ხელისუფლების მიმართ. განწყობების ამ დამთხვევის გამო ხალხი დაწაფებული იყო „რუსთავი 2“-ს. ხალხის ეს განწყობა შემდეგ გამოვლინდა „ვარდების რევოლუციის“ მხარდაჭერაში.
დღეს ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს ხელისუფლების მომხრე „იმედს“, თუმცა პარალელურად არსებობს ოპოზიციური მედია. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციის „ნაც“-პოლიტიკა არ იზიდავს საზოგადოებას, მას ურჩევნია ხელისუფლების „ქოც“-პოლიტიკა. ამდენად, სატელევიზიო რეიტინგები იმასვე ამბობს, რაც არჩევნები.
მოსახლეობის განწყობილებების ასახვაა ხალხის რაოდენობა საპროტესტო და ხელისუფლების მხარდამჭერ აქციებზეც. ეს რაოდენობა მეტყველებს, რომ ქუჩის აქციით გაზომილი რეიტინგები ოპოზიციის სასარგებლო არაა ამჟამად. რუსთაველზე შენარჩუნებული აქციის მცირე მასშტაბები მთელი საქართველოს განწყობილებების გამოხატულებად ვერ ჩაითვლება.
არჩევნებში, სატელევიზიო რეიტინგებში და ქუჩის აქციებში ერთნაირი, ოპოზიციისთვის არასასურველი ტენდენცია იკვეთება, რიცხვები მეტყველებენ და ანალიტიკოსების მჭევრმეტყველებას არა აქვს აზრი. წესით, ამ რიცხვებზე ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს და რაიმე შეცვალოს ამდენი წლის განმავლობაში“-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.