გიორგი ბუტიკაშვილი – შეხვედრები, რომლებზეც არ არის საუბარი ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, ხელს უწყობს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ე.წ. ლეგიტიმაციის მოპოვებას – ჩვენ არ ვხდებით არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც არ იცავს დემოკრატიულ პრინციპებს საქართველოში

შეხვედრები, რომლებიც არ ემსახურება ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებას, ხმამაღლა არ საუბრობს იმ მდგომარეობაზე, რაც საქართველოში არის ადამიანის უფლებების მიმართულებით, ჩვენი პოზიცია ცალსახაა, რომ ხელს უწყობს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ე.წ. ლეგიტიმაციის მოპოვებას და ამიტომ, ჩვენი პროტესტი გამოხატულია სწორედ ამ მიმართულებით. ჩვენ არ ვხდებით არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც არ იცავს დემოკრატიულ პრინციპებს საქართველოში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა, რითაც განმარტა, თუ რატომ არ შეხვდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს.
როგორც ბუტიკაშვილმა აღნიშნა, ეუთო-ს გენერალური მდივანი ორი დღეა საქართველოში იმყოფება და მის ოფიციალური პროგრამაში შეხვედრა არ იყო გათვალისწინებული არც ოპოზიციურ ლიდერებთან, არც არასამთავრობო სექტორთან და მით უმეტეს, არც პატიმრების ოჯახის წევრებთან, „რომლებიც დემოკრატიის დაცვის წინა ხაზზე დგანან“.
„ეუთო-ს გენერალური მდივნის ბრიფინგზე საუბარი იყო მხოლოდ ზოგად თემებზე, უსაფრთხოების საკითხებზე. მან აქაც არ ისაუბრა ვენის მექანიზმზე, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ეუთო-მ აამოქმედა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მარტში, ეუთო-ს გენერალური მდივანი იმყოფებოდა ლავროვთან და რუსეთს უწოდა, როგორც საიმედო პარტნიორი. შესაბამისად, მსგავსი შეხვედრები, რომლებიც არ ემსახურება ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებას, ხმამაღლა არ საუბრობს იმ მდგომარეობაზე, რაც საქართველოში არის ადამიანის უფლებების მიმართულებით, ჩვენი პოზიცია ცალსახაა, რომ ასეთი შეხვედრები მხოლოდ ხელს უწყობს „ქართული ოცნების“ ე.წ. ლეგიტიმაციის მოპოვებას და ამიტომ, ჩვენი პროტესტი გამოხატულია სწორედ ამ მიმართულებით. ჩვენ არ ვხდებით არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც არ იცავს დემოკრატიულ პრინციპებს საქართველოში, ხმამაღლა არ საუბრობს იმ პროცესებზე, რაც ქვეყანაში ხდება და აძლიერებს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ ნარატივს“, – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც