სჭირდება, თუ არა, ჩინურის სწავლას ინტერნეტი? – “ეს ძალიან კარგ შედეგს იძლევა” – მინისტრი

“ოცნების” განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე, რუსთავი2–თან ამბობს:
“მე-5 კლასის შემდეგ, მეორე უცხო ენის არჩევა არის ნებაყოფლობითი. სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს რომ აერჩიათ ასეთი ენა, ჩვენ ვალდებულები ვყავით შეგვეთავაზებინა, თუმცა არ არსებობდა სტანდარტი, შესაბამისად მასწავლებელზე ვიქნებოდით დამოკიდებულნი თუ ვის, როგორ, რა სახელმძღვანელოთი და რა შინაარსით წაიყვანდა საგაკვეთილო პროცესს. მომავალი წლიდან გვექნება სტანდარტი და ამ სტანდარტის შესაბამისად იხელმძღვანელებს ყველა მასწავლებელი. რაც შეეხება მასწავლებლების რაოდენობას, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, რომ მასწავლებლების რესურსი მობილიზდეს. 2100-მდე საჯარო სკოლაა საქართველოში, ყველგან არ იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ იმ სკოლებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ, რომ ჩინური ენის საგაკვეთილო პროცესი აიღონ მოსწავლეებმა, ჩვენ დისტანციურადაც შევთავაზებთ გაკვეთილებს. უნდა ვთქვა, რომ დისტანციურად ენის სწავლება ძალიან კარგ შედეგებს იძლევა.”
განათლების მინისტრს არ უთქვამს, ბევრ სოფელში ინტერნეტის პრობლემა რომ გვაქვს, როგორ აპირებს დისტანციურად სწავლებას.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც