„სოლიდარობა დოის და ყველა ხელოვანს, ვიმახსოვრებ ყველა ცრუ მოწმეს, გამარჯვება გარდაუვალია“ – ნიკა კაცია

სოლიდარობა დოის და ყველა ხელოვანს, ვიმახსოვრებს ყველა ცრუ მოწმეს, გამარჯვება გარდაუვალია – ეს სიტყვები სასამართლოს სხდომათა დარბაზში შემოსვლისას ნიკა კაციამ განაცხადა.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში რეჟიმის ტყვის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე დღეს ე.წ. მოწმე პოლიციელი ლაშა ხერხელაური იკითხება.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას რეჟიმი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება. ბრალი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ციხე არსებობს კრიმინალისთვის. ვინც ჩაიდენს კრიმინალს, ეს იქნება უფლებადამცველი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ყველას ადგილი უნდა იყოს იქ, რისთვისაც არის ციხე შექმნილი. ეს არის პრევენციაც… (ვიდეო)