„კოალიცია ცვლილებისთვის“ განმარტავს, რატომ არ შეხვდნენ ეუთოს გენერალურ მდივანს

ოპოზიციური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის“ განმარტავს, რატომ არ შეხვდნენ გაერთიანების წარმომადგენლები ფერიდუნ სინირლიოღლუს, – ეუთოს გენერალურ მდივანს, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლიდერებს შეხვდა. კოალიციის განცხადებით, საჭიროა თანმიმდევრულობა.
პარტია მიუთითებს, რომ დღეს საქართველოში „მძიმე პოლიტიკური კრიზისია“, რაც გამოწვეულია „ქართული ოცნების“ „ანტიდემოკრატიული ქმედებებით – კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლით, ს ტოტალური გაყალბებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებითა და უდანაშაულო ადამიანების დაკავებებით“.
„ეუთოს გენერალური მდივანი შეხვდა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს და არც ერთი სიტყვით არ შეხებია ქვეყანაში არსებულ კრიზისს, რაც რეჟიმის მხირდან რუსული პროპაგანდის სტილში უკვე გამოიყენება მათი ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ქმედებების ლეგიტიმაციისთვის“, – აცხადებს „კოალიცია ცვლილებისთვის“.
„ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ეუთო/ოდირის ოფიციალური დასკვნით 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულმა დარღვევებმა ძირი გამოუთხარეს საზოგადოების ნდობას პროცესისადმი“, – წერს „კოალიცია ცვლილებისთვის“.
პარტიაში აცხადებენ, რომ სწორედ ამიტომ თქვეს უარი შეხვედრაზე: „მიგვაჩნია, რომ რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია სიცხადე და თანმიმდევრულობა“.
„კოალიციის“ განცხადებით, ამ პოზიციის შესახებ ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ეუთოს წევრი სახელმწიფოები, რომლებმაც „ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ე.წ. ვენის მექანიზმი აამოქმედეს, რომელიც მანამდე ბელორუსისა და ს მიმართ იქნა გამოყენებული“.
3-დღიანი ვიზიტი და შეხვედრები მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან – ეუთოს გენერალური მდივანი თბილისში 22 აპრილს ჩამოვიდა.
ეს არის პირველი ვიზიტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგებიც დღემდე სადავოა, მათ შორის ეუთო/ოდირის დამკვირვებელთა მისიის დასკვნების საფუძველზეც.
ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ – წარსულში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მუდმივი წარმომადგენელი გაეროში – 2025 წლის მარტში მოსკოვსაც სტუმრობდა. იქ მან თქვა, რომ რუსეთთან შესაძლებელია თანამშრომლობა – მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში.
22 აპრილს თბილისში ჩამოსულმა სინირლიოღლუმ პირველი შეხვედრა „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, მაკა ბოჭორიშვილთან გამართა.
ის ასევე შეხვდა მთავრობის მეთაურ ს, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ს თავმჯდომარესა და სხვა მაღალჩინოსნებს.
ამერიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე ჯო უილსონმა ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
ფორუმი