ზელენსკიმ ტრამპს „ყირიმის დეკლარაცია“ შეახსენა

უკრაინის პრეზიდენტმა მ სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა „ს დეკლარაცია“, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 2018 წელს, ს პრეზიდენტობის პირველ ვადაში გამოსცა.
ამ დოკუმენტით არ აღიარებს ს მიერ ყირიმის ანექსიას და ვალდებულებას იღებს ეს პოლიტიკა განაგრძოს, სანამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული იქნება.
უკრაინის პრეზიდენტის მიერ „ყირიმის დეკლარაციის“ გახსენება მოჰყვა ლონდონში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლას, ბოლო დღეებში გავრცელებულ ცნობებს, რომ აშშ-ს სურს ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარება და პრეზიდენტ ტრამპის მორიგ, მკვეთრ განცხადებას.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 აპრილს განაცხადა, რომ მ ყირიმი რუსეთს უბრძოლველად გადასცა 11 წლის წინ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ უნდა ტრაბახობდეს, რომ უკრაინა ყირიმის ოკუპაციას იურიდიულად არ აღიარებს და მას შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა, ან იომოს კიდევ სამი წლის განმავლობაში ქვეყნის მთლიანად დაკარგვამდე.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ „ყირიმის დეკლარაცია“ 23 აპრილს, გვიან ღამით გამოაქვეყნა ტექსტის ბოლოს, რომელიც ლონდონში გამართულ შეხვედრას ეხება.
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრა არ შედგა მას შემდეგ, რაც ლონდონში არ ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
სხვა ფორმატით გამართულ შეხვედრაში ამერიკულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი. მასთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან და გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებთან ლონდონში შეხვედრები გამართეს უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა.
23 აპრილს, დღის ბოლოს, სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ემოციურად დატვირთული დღე იყო, კარგია, რომ ხუთი ქვეყნის წარმომადგენლები შეხვდნენ, რათა უკრაინაში მშვიდობა მოახლოვდეს, თავისი მოსაზრებები გამოთქვეს და ერთმანეთის პოზიციები პატივისცემით აღიქვეს.
ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებს მადლობას უხდის და ხაზს უსვამს, რომ უკრაინა ყოველთვის იმოქმედებს საკუთარი კონსტიტუციის შესაბამისად და დარწმუნებული არიან, რომ პარტნიორები, კერძოდ, აშშ იმოქმედებს თავისი მტკიცე გადაწყვეტილებების მიხედვით. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ ტექსტს დაურთო „ყირიმის დეკლარაცია“.
ლონდონის შეხვედრის წინ დასავლეთის მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული გეგმის ერთ-ერთი პუნქტი ეხება 2014 წლიდან ანექსირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას და, რომ ვაშინგტონი თავის გეგმაზე სგან პასუხს ლონდონში შეხვედრისას ელოდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში 22 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ოკუპაციას იურიდიულად არასდროს აღიარებენ და ეს კონსტიტუციითაა განსაზღვრული.
გამოცემა Washington Post-ის წყაროთა თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ლონდონში ვიზიტი გააუქმა კიევის პოზიციით ვაშინგტონის უკმაყოფილების გამო. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკიდურესად უკმაყოფილოა, რომ უკრაინა უარს ამბობს ტერიტორიების დათმობაზე და ამ ეტაპზე მოითხოვს მხოლოდ ცეცხლის სრულად შეწყვეტის საკითხის განხილვას.
სახელმწიფო დეპარტამენტმა ლონდონში რუბიოს არჩასვლა ოფიციალურად იმით ახსნა, რომ სახელმწიფო მდივანს აქვს გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, თავდაპირველი გეგმები ყოველთვის პირობითია და იცვლება ხოლმე.
ფორუმი