უკრაინა ყოველთვის იმოქმედებს კონსტიტუციის შესაბამისად – ზელენსკი

,,ემოციური დღე იყო, თუმცა, კარგია რომ ხუთი ქვეყანა შეხვდა მშვიდობის დამყარების მიზნით. უკრაინა, აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია. მხარეებმა გამოხატეს საკუთარი ხედვები და პატივისცემით შეხვდნენ ერთმანეთის პოზიციებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარე იყო არამხოლოდ მონაწილე, არამედ მათ შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი. ამერიკულმა მხარემ გაგვიზიარა საკუთარი ხედვა. უკრაინამ და ევროპელებმა წარადგინეს საკუთარი ხედვა. იმედი გვაქვს, რომ სწორედ ეს ერთობლივი მუშაობა მიგვიყვანს ხანგრძლივ მშვიდობამდე. მადლიერები ვართ ჩვენი პარტნიორების. უკრაინა ყოველთვის იმოქმედებს კონსტიტუციის შესაბამისად და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორები, კონკრეტულად კი აშშ, იმოქმედებს საკუთარი ძლიერი გადაწყვეტილებების შესაბამისად” – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე და პოსტს თან ურთავს ტრამპის პირველი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს 2018 წლის ყირიმის დეკლარაციას, რომელმაც დაადასტურა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის არაღიარება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს