სამთავრობო გუნდის აშშ-ში ვიზიტზე, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას

სამთავრობო გუნდის -ში ვიზიტზე, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას
„ხალხის ძალის“ წევრი, , ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის, ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას, ვიზიტს გამოეხმაურა.
მეგრელიშვილის თქმით, საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და სამომავლო პროგნოზები ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გამართულ შეხვედრაზე დადებითად შეფასდა.
მისივე თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნებასა და ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებას.
„საქართველოს ეკონომიკამ საგარეო შოკებისა და გლობალური გამოწვევების მიმართ მდგრადობა აჩვენა და შექმნა ადეკვატური ბუფერები სამომავლო შოკების გამკლავებისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით, შესაბამისად საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და სამომავლო პროგნოზები
ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გამართულ შეხვედრაზე დადებითად შეფასდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნებასა და ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებას.
საქართველოს ომის წინააღმდეგ უომარ ბრძოლას რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა მოჰყვა და ეს ყველა მიმართულებით ხელშესახებ შედეგს იწვევს.
ეკონომიკური ზრდის ტენდენციების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ბიზნესგარემო და მაკროეკონომიკური მდგრადობა, ამ
ყოველივეს კი სჭირდება მშვიდობა. სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკა არის ერთადერთი სწორი არჩევანი და გზა ქართული სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“,-განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.
Previous: სამთავრობო გუნდის აშშ-ში ვიზიტი გაზრდის საქართველოს კონკურენტუნარიანობას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და განავითარებს ქვეყნისთვის საკვანძო მიმართულებებს

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩიაშვილის არცერთმა უკანონო ქმედებამ არ გაამართლა და ახლა დარჩათ ბოლო გზა, რა მარტივი ყოფილა ამ ეპოქაში დიდი ფულის მოპარვა და შემდეგ მისი ,,დაკრიშვა” – ვინც გენდობა გადააგდე, იპოვე ჯინ შაჰინისნაირი ყველაფერზე წამსვლელი და ეგაა, გმირიც გამომცხვარია

ქალბატონმა შაჰინმა სხვისი ქონების მიმთვისებელი, ფულის გამთეთრებელი და საზღვრის უკანონო დამრღვევი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლად შერაცხა. გიორგი ბაჩიაშვილის ხსნება ჯინ შაჰინისგან კი იმას ნიშნავს, რომ ბაჩიაშვილი მათი აგენტია

სენატორი ჯინ შაჰინი იმის მაგივრად, რომ აღფრთოვანებას გამოხატავდეს ქართული ხელისუფლების მიერ კანონის აღსრულებას უმაღლესი სტანდარტების გამო, ბრალდებულს აპრიორი იცავს – გიორგი ბაჩიაშვილი მათი აგენტია, შესაბამისად, მას დაცვა-პატრონობა სჭირდება