ეუთოსთან ჩვენი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის განსამტკიცებლად, რეგიონული თანამშრომლობის წახალისებისა და გლობალური გამოწვევების დასაძლევად

ეუთოსთან ჩვენი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის განსამტკიცებლად, რეგიონული თანამშრომლობის წახალისებისა და გლობალური გამოწვევების დასაძლევად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაში ჩართულობისთვის მადლობას უხდის. როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში აღნიშნავს, ეუთოსთან პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის განსამტკიცებლად.
„მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ბატონ ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში მისი ვიზიტის ფარგლებში. გულწრფელად მადლობელი ვარ გენერალური მდივნის მხრიდან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებაში ჩართულობისთვის. ჩვენი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის განსამტკიცებლად, ასევე რეგიონული თანამშრომლობის წახალისებისა და საერთო გლობალური გამოწვევების დასაძლევად“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი