პაატა მანჯგალაძე – „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის კუთხით უჭირს, იმდენად, რომ უნგრეთში უკვე 7-ჯერ იყვნენ, აზერბაიჯანში 4-ჯერ და სომხეთში 3-ჯერ

ეს ვიზიტი აღიარებას არ ნიშნავს. არსებობენ რეჟიმები, რომლებსაც ხვდებიან და მათთან პრობლემურ საკითხს არკვევენ. უფრო მეტიც, ეს ლეგიტიმაციის დეფიციტზე მიუთითებს,- ამის შესახებ „სტრატეგია – აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ განაცხადა, რითაც საქართველოში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს ვიზიტს გამოეხმაურა.
პაატა მანჯგალაძის შეფასებით, ისეთ რეჟიმებთან, როგორიც „ქართული ოცნებაა“ მსგავსი ვიზიტები, კონკრეტული საკითხების გასარკვევად და დანაბარების გადასაცემად ტარდება.
„რეჟიმი მისი ავტოკრატიული ქმედებებისა და ძალადობის გამო იზოლაციაშია მოქცეული, მისი ლეგიტიმაცია არცერთი ცივილიზებული სახელმწიფოს მიერ აღიარებული არ არის. „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის კუთხით უჭირს, იმდენად, რომ უნგრეთში უკვე 7-ჯერ იყვნენ, აზერბაიჯანში 4-ჯერ და სომხეთში 3-ჯერ. ერთი და იმავე ქვეყნებში დადიან, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას ეტყვის მასპინძელი, მთავარია ფოტოები გადაიღონ, რომ შემდეგ ხალხს უთხრან, რომ მათ აღიარების არანაირი პრობლემა არ აქვთ. გახსოვთ, ს ისე უჭირდა, რომ ერთ-ერთ ჟურნალისტს სთხოვდა აღიარებას – „მაღიარე და შემდეგ გიპასუხებო“. ეს ვიზიტი აღიარებას არ ნიშნავს, არსებობენ რეჟიმები, რომლებსაც ხვდებიან და რაღაც შემონათვალს ეუბნებიან და რაღაც საკითხს არკვევენ, უფრო მეტიც ეს ლეგიტიმაციის დეფიციტზე მიუთითებს. როდესაც ვის შეხვდები და რას გეტყვის მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ფოტო გადაიღონ, რომ შემდეგ თავის „ბაბლში“ გაყიდონ რომ პრობლემა არ აქვთ“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, კითხვა უნდა დასვას: სად უფრო იქნება საქართველოს უსაფრთხოება დაცული, როდესაც ძლიერ -სთან და ევროკავშირთან ვიქნებით, თუ მოკავშირეების გარეშე მარტო დარჩენილი?.
„ყველა ავტოკრატიული რეჟიმი, პარაზიტირებს მშვიდობაზე. კითხვა უნდა დავსვათ: სად უფრო ძლიერი იქნება საქართველოს უსაფრთხოება დაცული, როდესაც ძლიერ აშშ-სთან და ევროკავშირთან ვიქნებით, თუ მოკავშირეების გარეშე მარტო დარჩენილი. დღეს უკვე ახალ პირობებს კი არა, სეპარატისტები გვიყენებენ. როდესაც ევროკავშირზე უარი ვთქვით, ნატოზე, ვიზალიბერალიზაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამას მათი მხრიდან დათმობა უნდა მოჰყოლოდა. ამის ნაცვლად კი ახალი პირობების წამოყენებას ვხედავთ, რადგან საქართველო მარტო დარჩენილი და სუსტი დაინახეს, დაუძლურებული და ქაოსისთვის განწირული. „ქართული ოცნება“ მშვიდობაზე სიტყვით საუბრობს, ჩვენ კი მშვიდობას საქმით მოვიტანთ“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსი ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციებთან შეხვედრასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, როდესაც „ქართულ ოცნებას“ დასჭირდება ამ ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს, თუმცა, ასევე როცა დასჭირდება მათ – „დიფ-სთიეთისგან“ მართულს დაუძახებს, რასაც „იაფფასიან პოპულიზმად“ აფასებს.
„ქართული ოცნების“ პროპაგანდა, მათი პარტიის წევრები და პროპაგანდისტები ამბობენ, რომ მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროსაბჭო, გაერო, ნატო გლობალური ომის ძალების გავლენის ქვეშ არიანო, მაგრამ მათი პროპაგანდა კოჭლი და მოკლეფეხებაა. როცა დასჭირდებათ მათ შეხვდებიან, თუმცა, როცა დასჭირდებათ იტყვიან, რომ „დიფ-სთეითის“ გავლენის ქვეშ არისო. იაფფასიან პოპულიზმთან გვაქვს საქმე. „ქართული ოცნების“ პროპაგანდა არ არის დაფუძნებული იმაზე, რომ რაიმე დაგვიმტკიცოს, პროპაგანდა მუშაობს იმაზე, რომ შეიქმნას საინფორმაციო ქაოსი, რომ სიკარგე ჩაიკარგოს, ბუნდოვანება და გაუგებრობა უნდა შეიქმნას. იზოლაციის მომხრეა რეჟიმი, რომელიც ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების გამო ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო მარტო დარჩეს“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ასევე, პაატა მანჯგალაძე, ს მიერ ევროსაბჭოში გაგზავნილ წერილსაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს კიდევ ერთი პროპაგანდის გავრცელებაა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერში მართალია.
„არანაირი ცენტრალური საარჩევნო კომისია ჩვენ არ გვყავს, ეს არის „ქართული ოცნების“ დანამატი და ფილიალი. მათი ლოგიკით, არჩევნებს იგებს ის, ვინც ითვლის. როგორ მოხდა, რომ ათასობით საჩივარი იყო დაწერილი და არცერთი არ გადაწყდა მომჩივნის სასარგებლოდ? იყო უბნები, სადაც 95% მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, იმ პირობებში, როდესაც საარჩევნო უბანზე მისული ადამიანების რაოდენობა, სიაში მყოფი ადამიანების რაოდენობასაც აღემატებოდა. ეს პროპაგანდის გავრცელებაა, რომ ესენი ყველაფერში მართლები არიან და დანარჩენი მსოფლიო ცდება. მათ წარმოდგენაში მსოფლიო მტერია. არცერთი ორგანიზაცია, რომლებიც არჩევნებს აკვირდებიან, მათ მხარეს არ არის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.