რუსი ოკუპანტების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა

გასულ დღეს ს მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თქმით, დღის განმავლობაში მტერმა 83 შეტევა განახორციელა, ჭურვები ისროლა ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, ავიაციისა და უპილოტო საფრენი აპარატებიდან.
უწყების თქმით, რუსი სამხედროების სამიზნე რეგიონის დასახლებული პუნქტები და საცხოვრებელი კვარტლები იყო.