NGO-ების ბიუჯეტიდან დაფინანსების სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ზოდელავა იქნება

ქართული ოცნების მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სააგენტო შეიქმნა. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ამ სააგენტოს თამარ ზოდელავა უხელმძღვანელებს.
სააგენტოს შექმნას ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი მ 15 აპრილს მოაწერა ხელი, ხელმძღვანელად თამარ ზოდელავას დანიშვნაზე ბრძანება კი 22 აპრილს გამოქვეყნდა.
სააგენტო ადმინისტრაციის შენობაში, თბილისში, ინგოროყვას №7-ში განთავსდება.
20 თებერვალს ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა III მოსმენით მხარი დაუჭირა სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნას. გრანტების კანონში ცვლილების შეტანას ქართული ოცნების 80-მა არალეგიტიმურმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.