პაპ ფრანცისკეს ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დაასვენეს

პაპ ფრანცისკეს ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დაასვენეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
წმინდა პეტრეს ბაზილიკაში პაპ ფრანცისკეს ცხედარი შაბათამდე დარჩება და საზოგადოება მისთვის საბოლოო პატივის მიგებას შეძლებს.
პაპ ფრანცისკეს გადასვენების პროცესიას კარდინალი კევინ ფარელი გაუძღვა.
შეგახსენებთ, რომის პაპი 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია შაბათს გაიმართება და მას სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს