უკრაინელებმა რუსეთის 25-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს – უცხოური მედია

„გასული 24 საათის განმავლობაში მოხდა 69 სამხედრო შეტაკება. მთლიანობაში მტერმა განახორციელა ორი სარაკეტო და 26 საჰაერო დარტყმა. 62 შეტევა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ჩვენი ჯარების პოზიციებზე და დასახლებული ტერიტორიები”, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა რამდენიმე მიმართულებით განახორციელა თავდასხმა, თუმცა უკრაინელმა ჯარისკაცებმა 25-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი