გამოცემა Financial Times-ი სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა.
გამოცემის წყაროების თანახმად, გასულ კვირას პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელს სტივ ვიტკოფს უთხრა, რომ რუსეთს უკრაინის ოთხი რეგიონის არაოკუპირებულ ნაწილებზე “პრეტენზიებზე” უარის თქმა შეუძლია.
ეს წინადადება პირველი ოფიციალური სიგნალია, რომელიც პუტინმა ომის დაწყებიდან გააკეთა”, – წერს გამოცემა.
ევროპელი მაღალჩინოსნები, რომლებიც Financial Times-ს ესაუბრნენ, შიშობენ, რომ პუტინი შესაძლოა, აშშ-ის მხრივ დათმობას იყენებს, რათა ტრამპი პუტინის სხვა მოთხოვნების მიღებაზე დაითანხმოს და ისინი თავს მოახვიოს უკრაინას – მაგალითად, ყირიმის ანექსიის აღიარება და ნატოში გაწევრიანების აკრძალვა.
ახლა კიევზე დიდი ზეწოლა ხორციელდება, რომ დათმობაზე წავიდნენ, რათა ტრამპმა გამარჯვების შესახებ გამოაცხადოს”,- ამბობს წყარო.