მედია – რუსეთის სარაკეტო-საარტილერიო მთავარი სამმართველოს არსენალის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებებია

რუსეთის სარაკეტო-საარტილერიო მთავარი სამმართველოს არსენალში ძლიერი აფეთქებები ისმის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული და უკრაინული გამოცემები ავრცელებენ.
ცნობების თანახმად, ობიექტზე ძლიერი აფეთქება მოხდა და მეორადი აფეთქებები გრძელდება.
რუსული გამოცემა ASTRA-ის ცნობით, აფეთქებები ვლადიმირის ოლქის კირჟაჩის რაიონში მდებარე სამხედრო ნაწილში ისმის. არსებული ცნობებით, მოსკოვიდან კირჟაჩისკენ მიმავალი გზა გადაიკეტა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლი დასახლებულ პუნქტ ბარსოვოზე ჩანს, სადაც სარაკეტო-საარტილერიო მთავარი სამმართველოს არსენალი, სამხედრო ნახილი #11785 მდებარეობს. აღინიშნება, რომ ეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი არსენალია.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – „ქართული ოცნების“ პირობებში აშშ-სთან ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ ხელი ჩამოართვან და ფოტო გადაიღონ – ამის იქით, ამერიკას ესენი ამ ქვეყანაში არ შემოუშვებენ