ზელენსკი სამი სუ-34-ის განადგურებაზე: მადლობა ბიჭებო! ყველა რუსმა პილოტმა უნდა იცოდეს, როგორ ვუპასუხებთ თითოეულ რუს მკვლელს

ყველა რუსმა პილოტმა უნდა იცოდეს, როგორ ვუპასუხებთ თითოეულ რუს მკვლელს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამი რუსული სუ-34-ის განადგურებას.

სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედროებს, რომლებმაც ხერსონის რეგიონში ერთდროულად სამი რუსული სუ-34 თვითმფრინავი გაანადგურეს.

ზელენსკის თქმით, ეს იყო ოდესის საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის მუშაობის შედეგი.

„მადლობას ვუხდი ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებმაც სამი რუსული ავიაგამანადგურებელი ერთდროულად გაანადგურეს სამხრეთის მიმართულებით – ჩვენს ხერსონის რაიონში. ჩვენი საჰაერო ძალების და უშუალოდ ოდესის საზენიტო სარაკეტო ბრიგადის შედეგი. მადლობა ბიჭებო! ყველა რუსმა პილოტმა უნდა იცოდეს, როგორ ვუპასუხებთ თითოეულ რუს მკვლელს: არცერთი მათგანი დაუსჯელი არ დარჩება“, – აცხადებს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – ჩვენთვის თავიდან ბოლომდე დაკარგა ინტერესი, ბრიტანელები რას განაცხადებენ, ვინაიდან ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, „დიფ სთეითის“ გავლენების ქვეშ

დეკანოზი ანდრია: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას