ნანუკა ჟორჟოლიანი: უსამართლობაა დილეგში გამომწყვდევა მაშინ, როცა არ დასჯილა არცერთი პოლიციელი

“მზია ამაღლობელი უკვე 100 დღეა უსამართლო პატიმარია.
უსამართლობაა ჟურნალისტის დილეგში გამომწყვდევა, მაშინ როცა სისტემა გჩაგრავს და სილის გაწნა ერთდერთი ლოგიკური რეაქციაა.
უსამართლობაა დილეგში გამომწყვდევა მაშინ, როცა არ დასჯილა არცერთი პოლიციელი.
პოლიციელი, რომელმაც ხუჭუჭა ბიჭი სასიკვდილოდ სცემა.
პოლიციელი, რომელმაც გურამ როგავა სასიკვდილოდ სცემა.
პოლიციელები, რომლებმაც ათობით მოქალაქე სასივდილოდ სცემეს, დაამცირეს, გაძარცვეს, პირში აფურთხეს!
უსამართლობაა მაშინ როცა არ დასჯილა არცერთი ტიტუშკა, რომელიც მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს თავს დაესხნენ და სასიკვდულოდ გაიმეტეს!
აი, ასეთ დროს, უსამართლობა და ცინიზმია იმ ჟურნალისტის ციხეში ჯდომა, რომელმაც მიუკერძოებელი და ობიექტური მედია პლატფორმები შექმნა!
თავისუფლება მზიას!
თავისუფლება სინდისის პატიმრებს!
თავისუფლება საქართველოს!” – წერს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის