„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.
როგორც პრესსამსახურში განაცხადეს, გიორგი ვაშაძეს ბრალი თბილისის პროკურატურაში გააცნეს, სასამართლო პროცესი კი ჯერჯერობით არ ჩანიშნული.
გამოძიება 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს და სასჯელის ზომად ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
