ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20 ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის () თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და ცესკოს იურიდული დეპარტამენტის/ცესკოს აპარატის უფროსმა გიორგი სანტურიანმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20 ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენცია რომლის მთავარი თემა „სამართლებრივი ჩარჩოს სტაბილურობა – პრაქტიკული ასპექტები“ იყო ლიეტუვის ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ევროპის საბჭოს დემოკრატიული ს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.
ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მათ შორის, ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) და ევროპის საბჭოს (CoE) წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ჩარჩოსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
მომხსენებლებმა სამართლებრივი ჩარჩოს სტაბილურობაზე, საარჩევნო დავების გადაჭრის გზებზე, ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურებზე, არჩევნებში ჩართული მხარეების სწორად ინფორმირების მნიშვნელობაზე, ამომრჩეველთა განათლებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე კარგი პრაქტიკა გაუზიარეს ერთმანეთს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს, როგორც სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. შეხვედრების განმავლობაში გიორგი შარაბიძემ და გიორგი სანტურიანმა საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებაზე, უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და 2025 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე დეტალურად ისაუბრეს.
საერთაშორისო კონფერენცია 15-16 აპრილს, ვილნიუსში გაიმართა და მასში მონაწილეობა 35 ქვეყნის 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები საიმედო და ეფექტიან წვდომას იღებენ გლობალურ ბაზრებზე საქართველოს სატრანზიტო დერეფნების საშუალებით, ეს ამაღლებს რეგიონულ სტაბილურობას, ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას

სტრასბურგის სასამართლომ დაგვავალა გამოძიების განახლება 20 ივნისის საქმეზე, მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი – თუ რატომ მივიდა საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, პოლიტიკური შეფასებები გაკეთებული გვაქვს და ყველაფერი დღესავით ნათელია, ახლა უნდა გაკეთდეს სამართლებრივი შეფასება და ამას დაადგენს გამოძიება

საქართველოს ხედვა ნათელია, არ ვცდილობთ მხოლოდ ჰაბი გავხდეთ, ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი