საგარეო ვაჭრობა 16.1%-ით გაიზარდა, უარყოფითმა ბალანსმა 50%-ზე მეტი შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 5 618.6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1%-ით მეტია.
აქედან ექსპორტი 5.7%-ით გაიზარდა და 1 401.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა, 20.1%-იანი ზრდით, — 4 217.4 მლნ. აშშ დოლარი.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50%-ზე მეტი შეადგინა.
2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78%-ზე მეტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულს , ყაზახეთი და აზერბაიჯანი წარმოადგენენ.
უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნები არიან აშშ (654.4 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (587.3 მლნ. აშშ დოლარი) და (512.9 მლნ. აშშ დოლარი).
მთელი ექსპორტის 35.7%-ს იკავებს მსუბუქი ავტომობილები, 500.7 მლნ აშშ დოლარით. მეორე ადგილზეა სპირტიანი სასმელები 54.7 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 3.9%), ხოლო მესამეზე — ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 53.0 მლნ. აშშ დოლარით (3.8%).
მსუბუქი ავტომობილები უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფია იმპორტშიც. იანვარ-მარტის პერიოდში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 622.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 14.8% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს სურათები, ნახატები და პასტელები (ხელით შესრულებული) 481.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 11.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 301.5 მლნ აშშ დოლარით.
უპრეცედენტო, 481 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები საქართველოში 2025 წლის იანვარში, აშშ-დან და გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა.
პოლიტიკოსები და ეკონომიკის ექსპერტები მაშინ მიუთითებდნენ, რომ ნახატები სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილმა შემოიტანა.