ბრიტანეთში ქარიშხალმა “პიამ” შესაძლოა ათასობით ტურისტს საშობაო მოგზაურობა ჩაუშალოს

ბრიტანეთში ქარიშხალმა “პიამ” შესაძლოა ათასობით ტურისტს საშობაო მოგზაურობა ჩაუშალოს. საუბარია მათზე, ვინც დიდ ბრიტანეთში საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო გზებით გეგმავს ჩასვლას.

ბრიტანეთში ფრენები, მატარებლებისა და ბორნების რეისები გააუქმეს, რადგან ადგილობრივი მეტეო სადგურის ცნობით, ქარის სიჩქარემ შეიძლება 80 მილს/სთ-ში მიაღწიოს.
შობამდე ოთხი დღით ადრე ასობით ათასმა ადამიანმა შეცვალა გეგმები, რადგან ასობით მატარებელი, ბორანი და ფრენა გაუქმდა, იტყობინება Independent.
შოტლანდიასა და ინგლისის ჩრდილოეთში, ზოგიერთი სარკინიგზო ხაზი დაკეტილია იმის შიშით, რომ შესაძლოა ლიანდაგზე დაბრკოლებები შეიქმნას სხვა ადგილებში დაწესებულია სიჩქარის შეზღუდვები.

British Airways-მა გააუქმა მინიმუმ 24 ფრენა და შოტლანდიურმა ავიაკომპანია Loganair-მაც შეაჩერა ზოგიერთი ფრენა. ბევრი ბორანი ასევე რჩება პორტში. შტორმ “პიას” გამო შოტლანდიაში ზოგიერთი სარკინიგზო ხაზი მთლიანად დაკეტილია.

ასევე დაგაინტერესებთ

„მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში“ – გივი მიქანაძე