მამუკა ხაზარაძე – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო, რომელმაც სიცოცხლე მიუძღვნა რწმენას, ეკლესიას და კაცობრიობის მსახურებას – ყველა კათოლიკე ქრისტიანს ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკარგს

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მისი უწმინდესობის, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო, რომელმაც სიცოცხლე მიუძღვნა რწმენას, ეკლესიას და კაცობრიობის მსახურებას, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
„კათოლიკეებს მთელს მსოფლიოში, გულწრფელად გისამძიმრებთ და სოლიდარობას გიცხადებთ ამ დიდი დანაკარგის დროს“, – აღნიშნავს ხაზარაძე.
შეგახსენებთ, გუშინ დილით, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას შაბათს დაკრძალავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – თუ მიქანაძე ხედავდა, რომ სტრასბურგში ქვეყანას ვღალატობდი, რატომ იქვე არ მეცა ყელში? – შარმანაშვილმა კი, 2013 წელს, ელჩობის დროს, რესტორანში დამპატიჟა და ორ ქაბაბს ირტყამდა თავში: „რანაირად წავაგეთ არჩევნებიო“

ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღების შუამდგომლობა დააყენეს, რაზეც მოსამართლემ განაცხადა, რომ სხდომის საჯაროობა დაცულია, გაშუქების საკითხზე გადაწყვეტილებას კი თავად არ იღებს