გარდაბანში მამისა და ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრები ტბაში იპოვეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარში, ტბაში იპოვეს მამისა და ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრები.
-ში ნეტგაზეთს ეუბნებიან, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ეს მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და სტანდარტული მუხლია, რითაც გამოძიება იწყება შემთხვევებში, როდესაც გარემოებების დაუზუსტებელია. დეტალების გარკვევის შემდეგ მუხლი გადაკვალიფიცირდება, ან შეწყდება გამოძიება.
გავრცელებული ინფორმაციით, მამა და 12-13 წლის შვილები სოფელ ქვემო ხოდაშენში ცხოვრობდნენ, წყალსაცავზე სათევზაოდ იყვნენ და მათ ორი დღის მანძილზე ეძებდნენ.