კირ სტარმერი ვოლოდიმირ ზელენსკის – მხარს ვუჭერთ რუსეთის მიმართ უკრაინის მოწოდებებს ცეცხლის სრულ შეწყვეტასთან დაკავშირებით

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი უკრაინის პრეზიდენტს, ს ტელეფონით ესაუბრა, – ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.
„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა. მან განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს უკრაინის მოწოდებებს ს მიმართ, ცეცხლის სრული შეწყვეტის ვალდებულება აიღოს და რომ ახლა დროა, პუტინმა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი თავისი სასტიკი ომის დასრულებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ კირ სტარმერმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ განიხილეს „მსურველთა კოალიციასთან“ დაკავშირებული ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და მოუთმენლად ელიან შემდგომ პროგრესს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია