რუსებმა ოდესაზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, არიან დაშავებულები

რუსებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე დრონების გამოყენებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს, არიან დაშავებულები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე და ოდესის მერზე, გენადი ტრუხანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიპერის თქმით, ქალაქში დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულება და სატრანსპორტო საშუალებები, ასევე გაჩნდა ხანძარი.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოდესაში აფეთქებების ხმები ისმოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია