პუტინს 9 მაისს მოსკოვში ჩასვლის მოსურნე ევროპელი ლიდერების “სიმამაცის” იმედი აქვს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად, განაცხადა, რომ ევროპელ ჩინოვნიკებს არ გააჩნიათ არანაირი ინსტრუმენტი ევროპელ ლიდერები 9 მაისს მოსკოვში ჩასვლაში შეაფერხონ.
ჟურნალისტმა ჰკითხა: „რას ფიქრობთ იმაზე, რომ ევროპელი ჩინოვნიკები ემუქრებიან ევროპელ ლიდერებს 9 მაისს მოსკოვში ჩამოსვლის გამო?”
პუტინმა უპასუხა: „რომ დაემუქრო, უნდა გქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, შენი მუქარის განსახორციელებლად – ეს ერთი. და მეორე – მზად უნდა იყო გამოიყენო ეს ძალები და საშუალებები იმისათვის, რომ განახორციელო. აქვთ ეს ყველაფერი რომელიღაც ევროპელ ჩინოვნიკებს? არ ვიცი. თუკი ქვეყნები, რომლებიც მათ უკან დგანან, შემოიფარგლება მილიონით, მილიონ სამასი ათასი ადამიანით და ისინი მოუწოდებენ ომის გაგრძელებისკენ ბოლო უკრაინელამდე, მაშინ ამასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები, გულწრფელია ეს და ადამიანები საღ გონებაზე არიან, როცა მსგავს რაღაცას სთავაზობენ…”
ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ 9 მაისს მოსკოვში ჩასვლის მოსურნე ლიდერებს საკმარისი სიმამაცე აქვთ განზრახვის შესასრულებლად:
“მგონია, რომ მათ, ვინც რუსეთში ჩამოსვლას აპირებს, გაცილებით მეტი სიმამაცე აქვთ, ვიდრე იმათ, ვინც ვიღაცის ზურგს უკან იმალება და ცდილობს ვინმეს დაემუქროს – უპირველეს ყოვლისა, მოცემულ შემთხვევაში, იმათ, ვინც აპირებს აღნიშნოს იმ ადამიანების ისტორიული დამსახურებები, რომლებმაც ნაციზმთან ბრძოლაში საკუთარი სიცოცხლე გაიღეს“.
ვლადიმირ პუტინმა 21 აპრილს მონაწილეობა მიიღო მის მიერვე დაფუძნებული მუნიციპალურ პრემია “მსახურების” გამარჯვებულის დაჯილდოებაში (ნომინაციაში “სიმამაცე და გმირობა – სამშობლოს მსახურების სასიკეთოდ”).
ფორუმი