უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები 23 აპრილს ლონდონში შეხვედრას გამართავენ

უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და -ის წარმომადგენლები 23 აპრილს ლონდონში შეხვედრას გამართავენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან „დეტალური“ სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
„ოთხშაბათს ჩვენი წარმომადგენლები ლონდონში იმუშავებენ. , გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და აშშ. ჩვენ მზად ვართ წინ ნაბიჯი რაც შეიძლება კონსტრუქციულად გადავდგათ, რათა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მივაღწიოთ, რომელსაც ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება მოჰყვება“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
მისი თქმით, უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მშვიდობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს.
„ამ აღდგომამ ნათელი გახადა, რომ ს ქმედებებია ის, რაც ომს ახანგრძლივებს. ასევე, კირთან [სტარმერი] ევროპის უსაფრთხოების ფორმატში ჩვენი ერთობლივი მუშაობის საკითხი განვიხილე“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია