რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია.
მოქალაქეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
აქციის მონაწილეები 145-ე დღეა, რაც ქვეყანაში ახალი საპარლამენტო ს ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
დღეს პარლამენტის წინ მოქალაქეები 12:00 საათიდან 20 აპრილს საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 2 პირის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. დემონსტრანტებმა გარკვეული დროით გზა გადაკეტეს, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან მალევე გაიყვანეს. აღნიშნულს მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ორი პირი დააკავეს.