დონალდ ტრამპი – მიმდინარე კვირაში რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევის ძალიან კარგი შანსი არსებობს

მიმდინარე კვირაში რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევის ძალიან კარგი შანსი არსებობს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების დეტალების შესახებ დასმულ შეკითხვაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „დეტალებს სრულად უახლოესი სამი დღის განმავლობაში გამოაცხადებს“.
„მაგრამ უკრაინასთან და რუსეთთან ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა სამშვიდობო შეთანხმების მიმდინარე კვირაში გაფორმება, აშშ-ის პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა.
„ძალიან კარგი შანსი არსებობს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი