პუტინი პაპ ფრანცისკეზე – “რუსეთის მიმართ უაღრესად დადებითად იყო განწყობილი”

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა ს გარდაცვალებას: „ეს არის ადამიანი, რომელიც ს მიმართ უაღრესად დადებითად იყო განწყობილი. ამისი თქმა შემიძლია დაზუსტებით“.
პუტინმა განაცხადა, რომ პაპის აღდგომის დღეებში გარდაცვალება “განსაკუთრებული ნიშანია”:
“ჩვენ არაერთხელ შევხვედრივართ პირადად და სხვადასხვა არხით ვინარჩუნებდით ურთიერთობას. მსურს კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ ეს ადამიანი უაღრესად დადებითად იყო განწყობილი რუსეთის მიმართ. ჩვენ ეს გვემახსოვრება.
ის, რომ რომის პაპი სწორედ აღდგომის დღეებში წავიდა ამ ცხოვრებიდან, არ ვიცი კათოლიკეებში როგორაა, მაგრამ მართლმადიდებლებში არის ასეთი გაგება, არის ასეთი შინაგანი ერთგვარი ტრადიცია, ტრადიციული გაგება იმისა, რომ, თუკი უფალი აღდგომის დღეებში თავისთან უხმობს ადამიანს, ეს არის განსაკუთრებული ნიშანი იმისა, რომ ადამიანს ამაოდ არ უცხოვრია, ბევრი კარგი გააკეთა ადამიანებისთვის და უფალი მას თავისთან უხმობს ამ სადღესასწაულო სააღდგომო დღეებში“.
რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კარდინალმა კევინ ფარელმა, რომის წმინდა ეკლესიის კამერლენგომ (ოფიციალურმა პირმა) ორშაბათს განაცხადა, რომ პაპი ფრანცისკე ს დროით დილის 7:35 საათზე გარდაიცვალა.
ფრანცისკეს 2025 წლის 14 თებერვალს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
ფორუმი