კრემლის პრესსპიკერი აცხადებს, რომ 9 მაისს მოსკოვში დონალდ ტრამპის ვიზიტის შესახებ საუბარი არ ყოფილა

9 მაისს მოსკოვში ს ვიზიტის შესახებ საუბარი არ ყოფილა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ამის შესახებ საუბარი არ ყოფილა“, – აღნიშნა პესკოვმა.
ამასთან, ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იმ ევროპელ ლიდერებს, რომლებიც 9 მაისს მოსკოვში აღლუმზე დასწრებას გეგმავენ, უფრო მეტი გამბედაობა აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ცდილობს, რომ მათ დაემუქროს.
„პირველ რიგში, ცდილობენ დაემუქრონ მათ, ვინც გეგმავს, რომ იმ ადამიანების ისტორიული ღვაწლი აღნიშნოს, რომლებმაც ნაციზმთან ბრძოლაში სიცოცხლე გაწირეს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ცნობისთვის, გასულ კვირას, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმში ევროკავშირის წევრი ან კანდიდატი ქვეყნის მონაწილეობას ევროკავშირი პასუხის გარეშე არ დატოვებს.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!