სამშენებლო მასალებზე, ავეჯსა და ტექნიკაზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი შენელებულია – “თიბისი კაპიტალი”

2025 წლის მარტში, ბანკის არხებით სამშენებლო მასალებზე, ავეჯსა და ტექნიკაზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი შენელებულია – ამის შესახებ “ს” მომხმარებლების დანახარჯების დინამიკაში წარმოდგენილი მონაცემებიდან ირკვევა.
მიმოხილვის მიხედვით, მარტში, თიბისი ბანკის არხებით, სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 10%-ით გაიზარდა.
უნაღდო დანახარჯებმა ავეჯსა და მოწყობილობებზე კი მარტში წლიურად თიბისი ბანკის არხებით 9%-ით მოიმატა. გარდა ამისა, გაიზარდა უნაღდო დანახარჯები ელექტრონიკაზე და მარტში 5%-ით მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.