პოლიციამ აღდგომის ორშაბათს 3 მომიტინგე დააკავა

თბილისში, პარლამენტის მიმდებარედ პოლიციამ დღეს 3 ადამიანი დააკავა.
2 მათგანი ლევან ზაზაძე და დავით გიუნაშვილი რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მანამდე პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა აქცია, რომლითაც მომიტინგეები გზის სავალ ნაწილს კეტავდნენ.
რაც შეეხება ლაშა დგებუაძეს ის მოგვიანებით დააკავეს, როდესაც აქციის მონაწილეები მსვლელობას აწყობდნენ პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე.
პოლიციას დაკავებულებზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა სავარაუდოდ ისინი ადმინისტრაციული წესით იქნებიან დაკავებული.
მოქალაქეები პარლამენტთან აპროტესტებენ წუხელ, აღდგომის ღამეს ორი მომიტინგის, გიორგი ორთოიძისა და მიხეილ სამხარაძის დაკავებას. მათი თქმით, დაკავებულებს არაფერი დაუშავებიათ და პოლიციელებს ეუბნებოდნენ, ქრისტე აღსდგას. ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით არის დაკავებული

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: ვინც რუსების ფსევდო ერთმორწმუნეობაზე და რუსოფობიაზე ბევრს ლაპარაკობთ და მათზე ლოცვით მუხლებს იტყავებთ, რამდენად ხართ მზად, თქვენი შვილები რუსებმა თავის დამპყრობლურ ომებში გაირეკონ?

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში