ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ს, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო
საქართველოს პრეზიდენტი პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმრის წერილი მან სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო.
ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ წმინდა საყდარს, კათოლიკურ ეკლესიასა და მილიონობით მორწმუნეს მთელ მსოფლიოში.
რომის პაპი ფრანცისკე სამუდამოდ დარჩება მსოფლიო ისტორიაში, როგორც ღირსების, თავმდაბლობისა და თანაგრძნობის სიმბოლო – მშვიდობისა და ერთიანობის მქადაგებელი, რომელიც შთააგონებდა და რწმენით ავსებდა ადამიანებს.
მისი სიმტკიცე, ურყევი ერთგულება და სამართლიანობა მომავალი თაობების შთაგონების წყარო იქნება.
მარადისობას დარჩება მისი სახელი და ღვაწლი!“ – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მოლდოვა არის გამოცხადებული ახალ დემოკრატიის შუქურად, ისევე, როგორც თავის დროზე იყო გამოცხადებული სააკაშვილის ხელისუფლება და საქართველოს უპირისპირებენ შანტაჟს, ეს აჩვენებს ორმაგ სტანდარტებს და ამ ორმაგი სტანდარტის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია არ არის დამოუკიდებელი

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ფერისცვალებას დოღზე შეკრებილ ხალხს მართლმადიდებლურ დღესასწაულთან ერთად ეს სახალხო დღესასწაულიც მიულოცა, მისი სიტყვები ოპონენტებმა არასწორად, მათთვის სასურველი შინაარსით გააჟღერეს და პრეზიდენტის ხალხისადმი გულითადი მიმართვის შინაარსის დაკნინება სცადეს