ახმეტაში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობასთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი

ახმეტაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
მოკლული არიკო ჯაბანაშვილის დედა ყვება, რომ მის შვილს უთვალთვალებდნენ. ის ამბობს, რომ მის შვილს 5 ტყვია ესროლეს.
“სიკეთით სავსე შვილი მყავდა. ვის რას უშავებდა, რომ ამ აღდგომის ღამეს სასიკვდილოდ გაიმეტეს. 5 ტყვია ესროლეს და მომიკლეს. პირველი მე ვნახე. სროლის ხმაზე გამოვედი ეზოში და უკვე აღარ იყო. ვის რას უშლიდა ჩემი შვილი. მაგრამ ის ვიცი, რომ უთვალთვალებდნენ, ბოლო 2 დღე სურათებს უღებდნენ და თურმე რა ჰქონიათ განზრახვა”, – ამბობს გარდაცვლილის დედა.
ცნობისთვის, ახმეტაში მკვლელობა 19 აპრილის ღამეს მოხდა. აჩიკო ჯაბანაშვილს უცნობმა პირმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა. მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსების მიერ დნესტრისპირეთის მცხოვრებლებისთვის მოქალაქეობის აღების გამარტივება ნიშნავს, რომ ახალ ჯარისკაცებს ეძებს და ასევე, ეს არის დნესტრისპირეთის, როგორც ვითომდა თავის ტერიტორიად მონიშვნა