“ავტობუსი ხალხის მხარეს გადმოვიდა და რუსთაველი გადაკეტა”

“ავტობუსი ხალხის მხარეს გადმოვიდა და რუსთაველი გადაკეტა,” – წერს აქტივისტი გიორგი ჟამერაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, “მათი შიში – ჩვენი ძალა” – დღეს, 21 აპრილს, რუსთაველის გამზირზე აქცია იმართება.

მოქალაქეებმა შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც აღდგომის საღამოს აქციაზე ორი მოქალაქე დააკავეს.