რეჟისორი სანდრო ელოშვილი:
არც მანამდე და არც მას შემდეგ, ქრისტიანული წესით და თანაც ასეთი პატივით არავინ დაუმარხავთ ჩეჩნეთის მიწაზე, როგორც ზვიად გამსახურდია…
როგორც იეთიმ გურჯი იტყოდა “ამხანაგის მოღალატე” თენგიზ სიგუაც კი თავის ერთერთ უკანასკნელ ინტერვიუში ამბობდა: ყველამ უღალატა საწყალ გამსახურდიასო…
ხოდა ჯოხარმა არ უღალატა! მუსულმანმა კაცმა ქრისტიანს… ძმად მიიღო და ძმებად დარჩნენ… მიწაზეც და ცაშიც!
ორივე დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე და საკუთარი ხალხის თავისუფლებაზე ოცნებობდნენ…
მაგრამ რუსი… რუსი… რუსი… ახალი წლის ღამეს რომ შევიდნენ გროზნოში… 100 000 მდე კაცი შეეწირა ამ ბოროტებას… არ არის ეს ერის გენოციდი? ვინც კაცი იყო იომა, ვინც არა და აგერ კი ვუყურებთ ახლა რაც ხდება ჩეჩნეთში და ვინც დარჩნენ!
გამსახურდიას სიკვდილიც საახალწლოდ არ გვახარეს ტელევიზიით?!
რუსი… რუსი… რუსი…
დღეს ჩემი აზრით საკუთარი ერის დიდი შვილის, ვაჟკაცი კაცის და ერთგული მეგობრის, ჯოხარ დუდაევის გარდაცვალების დღეა… რუსთან ომში რომ დაიღუპა, შორიდან ნასროლი რაკეტით!
უფლის სარკმელზე მზემ მოხატა თეთრი კამეა…
იჩქერიაშიც, ალბათ, ახლა თეთრი ღამეა…
თეთრი ღამეა და არ სძინავთ ჩეჩენ არწივებს, –
რა დააძინებთ…
/თინათინ მღვდლიაშვილი/