როდესაც მსოფლიოში რადიკალური ისლამური ტერორისტული დაჯგუფებები კლავენ, წვავენ, ასახიჩრებენ მშვიდობიან მოსახლეობას, უნდა გვესმოდეს და “გაგებით მოვეკიდოთ”, რომ მათი დაფინანსების ერთ-ერთი წყარო – ევროკავშირია

როდესაც მსოფლიოში რადიკალური ისლამური ტერორისტული დაჯგუფებები კლავენ, წვავენ, ასახიჩრებენ მშვიდობიან მოსახლეობას, უნდა გვესმოდეს და “გაგებით მოვეკიდოთ”, რომ მათი დაფინანსების ერთ-ერთი წყარო – ევროკავშირია
პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ფრანგული გამომცემლობა “ლე ფიგაროს” სტატიას ეხმიანება, სადაც გამოქვეყნებულია სია იმ ორგანიზაციების, რომლებიც დაფინანსებულია ევროპიდან და ეწევიან ისლამის პროპაგანდას.
ექსპერტი წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ევროკავშირის მიერ დაფინანსების კვლევამ დაადასტურა რომ ევროპული ბიუროკრატია იყო ისლამური პროპაგანდის ხელშემწყობი ორგანიზაციების მთავარი დონორი.
“ფრანგმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს მჭიდრო კავშირი ევროპულ ბიუროკრატიასა და რადიკალურ ისლამს შორის. ევროკავშირის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების პროგრამების კვლევამ აჩვენა, რომ ევროპული ბიუროკრატია იყო მთავარი დონორი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში, რომლებიც ხელს უწყობდნენ რადიკალურ ისლამურ მოძრაობებს მთელ მსოფლიოში. ადრე ბრიუსელი ყველა მსგავს ბრალდებას დემაგოგიით პასუხობდა, შეთქმულების თეორიებთან დაკავშირებით, მაგრამ რეალურად, ეს “შეთქმულების თეორია” ჩვეულებრივი პრაქტიკა აღმოჩნდა. როდესაც მსოფლიოში რადიკალური ისლამური ტერორისტული დაჯგუფებები კლავენ, წვავენ, ასახიჩრებენ მშვიდობიან მოსახლეობას (იმავე სირიაში), უნდა გვესმოდეს და “გაგებით მოვეკიდოთ”, რომ მათი დაფინანსების ერთ-ერთი წყარო – ევროკავშირია,”- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
Next: კავკასიაში რუსული პოლიტიკის გატარებამ, 29 წლის წინ, ამ დღეს, მორიგი მსხვერპლი მოითხოვა. როგორც ზვიადის, ისე ჯოხარის შემთხვევაში, რუსი ჯალათების თავნებობაზე, ძე კაცისას „ცივილიზებულ მსოფლიოში“, ხმა არ ამოუღია

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა