გრიგოლ გეგელია თვითმმართველობის არჩევნებზე – ეს არ წარმოადგენს საკითხს, რომელიც დღეს აქტუალური ან რელევანტურია

კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი დღეისათვის, არარელევანტურია.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, დღის წესრიგში უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია, როგორიცაა ახალი საპარლამენტო ს დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
„ჩვენი პოზიცია არის მყარი და უცვლელი. ეს არ წარმოადგენს საკითხს, რომელიც ან აქტუალურია, ან რელევანტური დღესდღეობით. მე ვფიქრობ, 2025 წლის აპრილში გვაქვს უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც არის პირველ რიგში, ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლება. ეს არის ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რომლითაც ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომლის ირგვლივაც ჩვენ ვმუშაობთ და ამ მიმართულებით ფიქრს აქტიურად ვაგრძელებთ,“ – განაცხადა გეგელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა „მთავარ არხზე“ – გამოძიება დაწყებულია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე

ნუგზარ წიკლაური – „ლელო“ და გახარიას პარტია შეერთდნენ ივანიშვილის სახელით – დღეს გახარიასგან გასაოცარი განცხადება მოვისმინეთ, თან ამომრჩეველს მოუწოდებს, მივიდეს „დიდგორში“ – ეს ნაბიჯი უმძიმესი პოლიტიკური შეცდომაა