უკრაინის საჰაერო ძალები – რუსებმა უკრაინას Onyx-ის და Х-31П ტიპის რაკეტებით და 96 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 42 დრონი ჩამოაგდეს

რუსულმა ძალებმა 21 აპრილის ღამეს უკრაინაზე თავდასხმა Onyx-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტის, Х-31П ტიპის ორი რაკეტითა და Shahed-ისა და სხვა ტიპის 96 დრონით განახორციელეს, 42 დრონმა სამიზნეს ვერ მიაღწია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„09:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში 42 დრონის ჩამოგდება დადასტურდა. მტრის 47 დრონი-იმიტატორი უარყოფითი შედეგების გარეშე დაიკარგა“, – აცხადებენ საჰაერო ძალებში.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის და ჩერკასის ოლქები.
რუსებმა რაკეტები შავი ზღვის საჰაერო სივრციდან და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს. დრონებით თავდასხმები კი რუსეთის ქალაქებიდან: მილეროვოდან, კურსკიდან, ბრიანსკიდან, პრიმორსკო-ახტარსკიდან, ასევე, დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძის განმარტებით, მშობლები ვალდებული არ არიან, ბავშვის ფორმა აუცილებლად სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გაყიდვის ქსელში შეიძინონ. მათ შეუძლიათ ფორმა სხვა მომწოდებლისგან იყიდონ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?