უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების უმეტესი ნაწილი, 1992 წლის შემდეგ, „სადღაც გაქრა“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი ამბობს, რომ 1992 წელს ს საჰაერო თავდაცვის 225 სისტემა ჰქონდა, რომელთა უმეტესი ნაწილი, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, „სადღაც გაქრა“.
უკრაინის საზოგადობრივი მაუწყებლის (Suspilne) კორესპონდენტის თქმით, ეს განცხადება ზელენსკიმ 17 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, 2000 წლისთვის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა უკვე 168-169 იყო, ხოლო 2019 წლისთვის – დაახლოებით 60. ზელენსკის განცხადებით, დანარჩენი საჰაერო თავდაცვის სისტემები, 2000-სა და 2019 წლებს შორის, „სადღაც გაქრა“.
„მე არ ვსაუბრობ იმაზე, თუ ვინ მოიპარა ან გაყიდა ისინი… ამით იმის თქმა მინდა, რომ უნდა ვიცოდეთ, როგორი იყო უკრაინის თავდაცვისუნარიანობის ხარისხი. რისთვის? იმის გასაგებად, თუ როგორი საჰაერო თავდაცვა აქვთ რუსებს, რადგან ჩვენი სისტემები არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ რუსეთშიც გაყიდეს“, – დასძინა ზელენკიმ.
ამ განცხადებამდე ორი დღით ადრე, 15 აპრილს, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მზად იყო, შეერთებოდა პარტნიორებს, რათა მოეძიებინათ სახსრები საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაძანად, რომლებიც უკრაინას დაიცავდა.
უფრო ადრე, CBS 60 Minutes-თან ინტერვიუში, მან გამოთქვა მზადყოფნა, შეერთებული შტატებისგან, 15 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ, „პეტრიოტის“ ტიპის 10 სარაკეტო თავდაცვის სისტემა ეყიდა და ამ ხარჯების დაფარვაში უკრაინას, შესაძლოა, ზოგიერთი ევროპელი პარტნიორი დახმარებოდა.
ზელენსკიმ ასევე არაერთხელ განაცხადა, რომ მან სთხოვა შეერთებულ შტატებს, მიეცა ლიცენზიები „პატრიოტის“ სისტემების საწარმოებლად. კერძოდ, 2024 წლის დეკემბერში, „ლე პარიზიენთან“ ინტერვიუში, მან თქვა: „ამის წინააღმდეგი, როგორც ჩანს, არავინ არის, მაგრამ დღემდე ვერაფერი მივიღეთ“. იმავე თვეში, უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა დააზუსტა, რომ ქვეყანას 10-12 ერთეული „პეტრიოტის“ სისტემა ესაჭიროებოდა.
2024 წლის 26 ნოემბერს, გამოცემა „სქემებმა“ („რადიო თავისუფლების“ პროექტი) გამოაქვეყნა გამოძიების მასალები, რომელშიც ნათქვამია, რომ ს არმია უკრაინის წინააღმდეგ, მისივე (უკრაინის), მინიმუმ, ექვს სტრატეგიულ ბომბდამშენ „ტუ-160“-ს იყენებდა, რომლებიც კიევმა მოსკოვს, რუსული გაზის დავალიანების დასაფარად, 1999 წელს ორი ქვეყნის მთავრობებს შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში გადასცა.
„სქემები“ ასევე ასახლებს უკრაინელ ოფიციალური პირებს, ვინც 2011 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ქონების ფართომასშტაბიანი გასხვისება დაამტკიცა. კერძოდ, საუბარია უკრაინის იმდროინდელ თავდაცვის მინისტრ მიხაილ ეჟელზე.
2023 წლის აგვისტოში, „სქემებმა“ ასევე აღმოაჩინა მტკიცებულებები, რომ რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქები 1999 წელს მოსკოვისთვის გადაცემული „X-55“-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაბომბა.