დაე, აღმდგარმა ქრისტემ უკრაინას სააღდგომო საჩუქარი მოუტანოს – რომის პაპი

რომის პაპი აღდგომის დღესასწაულზე გამოჩნდა. Sky News-ის ცნობით, ფრანცისკე წმინდა პეტრეს ბაზილიკის შესასვლელთან აივანზე გაიყვანეს, შემდეგ კი ვატიკანში შეკრებულ მორწმუნეებთან მიიყვანეს.
რომის პაპმა შეკრებილებს უთხრა: “ძმებო და დებო, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს”, ამის შემდეგ კი მისი მიმართვა მისმა თანაშემწემ წაიკითხა.
ფრანცისკემ საკუთარ მიმართვაში ც ახსენა.
დაე, აღმდგარმა ქრისტემ ომისგან განადგურებულ უკრაინას სააღდგომო მშვიდობიანი საჩუქარი მოუტანოს და ყველა ჩართული მხარე წაახალისოს, შთააგონოს თითოეულ მათგანს, გააგრძელონ ძალისხმევა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, – ნათქვამია ს მიმართვაში.