“ახალი წლის დღეები” საქართველოში ხვალ ოფიციალურად გაიხსნება – 23 დეკემბერს, ღონისძიებები საქართველოს 5 ქალაქში ჩატარდება

ახალი წლის დღეები საქართველოში ხვალ ოფიციალურად გაიხსნება. 23 დეკემბერს, ღონისძიებები საქართველოს 5 ქალაქში ჩატარდება. ადგილზე მისულ სტუმრებს დღის ორი საათიდან არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა დახვდებათ. მათ შორისაა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
მეწარმეები ამბობენ, რომ მათი პროდუქციის რეალიზებას მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.
წელს რეგიონებს განახლებული ილუმინაციებით გაანათებენ, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა ქალაქს უკვე გადაეცა. სადღესასწაულო დეკორაციები ცენტრალურ ქუჩებსა და პარკებშია მოწყობილი.
ორგანიზატორების თქმით წელს ღონისძიება კიდევ უფრო განსხვავებული იქნება,და დღის ბოლოს მუსიკალური პროგრამით დასრულდება. პარალელურად გრძელდება ნაძვის ხის ანთება, რომელსაც დღეს ზესტაფონი და ზუგდიდი დაემატა.
ხვალიდან 13 იანვრის ჩათვლით ახალი წლის დღეებს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი და დაბა ბაკურიანი უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა