ვოლოდიმირ ზელენსკი: “რუსმა ოკუპანტებმა 67 სასულიერო პირი მოკლეს ან აწამეს”

რუსულმა ფართომასშტაბიანმა აგრესიამ ში 600-ზე მეტი რელიგიური ობიექტი გაანადგურა, – განაცხადა მ.
“უკრაინის მილიონობით მოქალაქისთვის აღდგომა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. უკრაინის მილიონობით მოქალაქე წავა ეკლესიებში, რომელთა დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, დანგრეული ან დაზიანებულია”, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა თავის ტელეგრამის არხზე.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ს არმია ქრისტიანული ეკლესიებისა და მორწმუნეების ერთ-ერთ უდიდესი საფრთხეა.
მან მოიტანა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ფართომასშტაბიანი ომის დროს 67 უკრაინელი სასულიერო პირი, პასტორი და ბერი “მოკლეს ან აწამეს რუსმა ოკუპანტებმა”. ზელენსკის თქმით, ასევე განადგურდა 640 რელიგიური ობიექტი, რომელთა უმრავლესობა ქრისტიანული ტაძარია.
“მაგრამ ჩვენ ყველა მათგანს აღვადგენთ. ისევე, როგორც ჩვენ ვათავისუფლებთ რუსეთის ტყვეობიდან სასულიერო პირებსა და პასტორებს, ისევე, როგორც ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავიცვათ უკრაინის ქალაქები და სოფლები და მათში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლე, ჩვენ ვაბრუნებთ რწმენის შესაძლებლობას – რწმენისა, რომ ბოროტება და ნგრევა ვერ გაიმარჯვებს”, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
19 აპრილს კრემლმა გაავრცელა ს განცხადება, რომლის მიხედვითაც, გამოცხადდა “სააღდგომო ზავი”. პუტინის თქმით, რუსეთის მხარე “აჩერებს ყველა საბრძოლო მოქმედებას 19 აპრილის 18:00 სთ-დან 21 აპრილის 00:00 საათამდე”.
პასუხად პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ განცხადებას უწოდა ადამიანების სიცოცხლით თამაშის მცდელობა და მიუთითა საჰაერო განგაშზე, რომელიც კრემლის ინიციატივის გავრცელების მომენტში გამოცხადებული იყო უკრაინის რამდენიმე ოლქში.
18 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოახლოებული აღდგომის გამო გააფრთხილა უკრაინის მოქალაქეები, რომ “რუსეთის სპეცსამსახურებთან დაახლოებული პირები შეეცდებიან შექმნან ხელოვნური კონფლიქტური სიტუაციები რელიგიური თემების წარმომადგენლებს შორის”. უწყებამ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი აარიდონ მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობას და “არ აჰყვნენ პროვოკაციებს”.
ფორუმი