რა მოხდება თუ ჩვეულებრივ საკვებად ვარგის მარილს მოწყობილობების დასამუხტად გამოვიყენებთ? ამ კითხვის გაჩენისთანავე ჩაეყარა საფუძველი ლითიუმზე მომუშავე ბატარეების ეპოქის დასასრულს, რადგან CATL გეგმავს, ბიზნესის ნახევარი ნატრიუმ-იონზე მომუშავე ბატარეებისკენ მიმართოს — მსოფლიოში ბატარეების უმსხვილესი მწარმოებელია და 40% სწორედ მას ეკუთვნის!
თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ყველა ადამიანი მინიმუმ 5 ნივთს მაინც ფლობს ისეთს, რომლებშიც ლითიუმ-იონზე მომუშავე ბატარეებს გამოიყენება. პრობლემა კი იმაშია, რომ ერთჯერადია და გარემოსაც დიდ ზიანს აყენებს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მსოფლიოში ბატარეების უმსხვილესმა მწარმოებელმა ალტერნატივების ძიება. გამოსავალს კი, როგორც ხედავთ, მარილზე, მეცნიერული ენით რომ ვთქვათ, ნატრიუმის ქლორიდზე მომუშავე ბატარეებში ხედავენ.
არსებული ცნობების მიხედვით, მეტად იაფი და ეკომეგობრული ვარიანტი უნდა იყოს, რადგან ბევრ ადგილზე გვხვდება დედამიწაზე და მისი მოპოვებაც არ აზიანებს გარემოს. მეტიც, ექსტრემალურ გარემოშიც უკეთ მუშაობს, რაც უპირატესობაა ცივ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის.
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, ნატრიუმი იმდენ ენერგიას ვერ იკავებს, რამდენსაც ლითიუმი, ამიტომ მსგავსი სამუშაოს შესასრულებლად უფრო დიდი და მძიმე უნდა იყოს. აღნიშნული კი სულაც არ არის იდეალური ელექტრომანქანებისთვის.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მარილზე გადასვლა ერთ წამში არ მოხდება, თუმცა, რეალური ალტერნატივა ნამდვილად გახლავთ, როცა საქმე ღირებულებას, გარემოზე ზეგავლენასა და ცივ ტემპერატურას ეხება…
წყარო: “მარკეტერი”
