აქციის მონაწილეებმა ფიცი დადეს – ტექსტი ზვიად ცეცხლაძის სურვილით მამამ წაიკითხა

თბილისში, გმირთა მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პატრიოტული ფიცი დადეს. ფიცის ტექსტი წაიკითხა ზურაბ ცეცხლაძემ – აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ. როგორც მან აღნიშნა, ფიცის წარმოთქმა მისი შვილის სურვილი იყო.
ზურაბ ცეცხლაძის თქმით, მზად არის, აქციის მონაწილეების “წინამძღოლი იყოს ყველა ბრძოლაში, რომელიც საქართველოს კეთილდღეობისთვის გაიმართება”.
ფიცის ტექსტში დემონსტრანტებმა ერთგულება გამოუცხადეს საქართველოს თავისუფლებას, სახელმწიფოებრიობას და განაცხადეს, რომ არ შეეგუებიან ძალას, რომელიც ქვეყანას სკენ უბიძგებს.
აქციის მონაწილეებმა ციხიდან ზვიად ცეცხლაძის ხმოვანი მიმართვაც მოისმინეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. ისინი მსვლელობით ქაშვეთის ტაძრისკენ გაემართნენ.