გურამ მაჭარაშვილი: კიდევ ერთხელ ვნახეთ, გერმანიის ელჩი „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებში ჩაეწერა

„კიდევ ერთხელ ვნახეთ, გერმანიის ელჩი „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებში ჩაეწერა“, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ეს სამწუხარო მოცემულობაა, მაგრამ ფაქტია. გარდა ამისა, იმასაც კადრულობს, რაც „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთ წევრსაც არ უკადრებია. ელჩი კი არა, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყო, ელემენტარულად ჯერ ადამიანი უნდა იყო და შემდეგ უნდა იყო ან გერმანელი, ან ნებისმიერი ეთნოსის წარმომადგენელი.

როცა უყურებ, ორ თვეზე მეტია ჩვენთან კომისიაში ის ადამიანები მოდიან, ვინც გადაურჩა სიკვდილს, მათ შორის ადეიშვილის მიერ შექმნილი რეჟიმის სიკვდილს და ზოგი ან ფიზიკურად არის დაზიანებული, ან ქონება წართმეული და ასევე დაზიანებული, ან საპატიმროებში და საწამებლებში გამოვლილი და ა.შ“, – განუცხადა ჟურნალისტებს გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს