ვოლოდიმირ ზელენსკი „სააღდგომო ზავზე“ – ახლა უკრაინაში საჰაერო განგაშია – „შაჰედები“ ჩვენს ცაში, ეს არის პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი

ჩვენს ცაში მყოფი „შაჰედები“ არის აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, პუტინის მიერ ე.წ. „სააღდგომო ზავის“ გამოცხადებას და ამის შემდეგ კიევზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმას.
„რაც შეეხება პუტინის მორიგ მცდელობას ადამიანების სიცოცხლით ითამაშოს – ახლა ში საჰაერო განგაშია. 17:15 საათზე ჩვენს ცაში რუსული თავდასხმითი დრონებია დაფიქსირებული.
უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ და ავიაციამ უკვე დაიწყეს თავდაცვაზე მუშაობა. “შაჰედები” ჩვენს ცაში – ეს არის პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი,” – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია