რუსეთი ბარენცის ზღვის შეთანხმებიდან გავიდა. მინისტრთა კაბინეტმა გააუქმა 2007 წელს ხელმოწერილი შეთანხმება რომელიც ნორვეგიასთან, შვედეთთან და ფინეთთან ბარენცის ზღვასა და ევროარქტიკულ რეგიონში თანამშრომლობას ითვალისწინებდა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ამასთან, მოსკოვი პარტნიორობის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობას დასავლურ ქვეყნებს აკისრებს.
მედიის ცნობით, მოსკოვი ასევე ტოვებს 2008 წლის შეთანხმებას თანამშრომლობაზე, რომელიც საგანგებო სიტუაციებში გაფრთხილებას, მზაობასა და რეაგირებას მოიცავს ბარენცი/ევროარქტიკული რეგიონის საბჭოში შემავალ ქვეყნებთან, რომლის წევრებიც არიან დანია, ისლანდია, ნორვეგია, ფინეთი და შვედეთი.
